იუვე ჰოილუნდის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერით ინტერესდება.
სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს დიდი ალბათობით მილიკი, ვლაჰოვიჩი და კოლო-მუანი დატოვებენ, ამიტომ ბიანკონერის მინიმუმ 2 ფორვარდის დამატება მოუწევს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე ჰოილუნდი იქნება, ახალგაზრდა ფორვარდის კარიერა წითელი ეშმაკების რიგებში არც თუ ისე კარგად დაიწყო და სავარაუდოდ ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
იუვენტუსი ჰოილუნდის იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.