TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ჰოილუნდის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება

ბრიტანული გამოცემა talkSPORT-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდის რასმუს ჰოილუნდის ტრანსფერით ინტერესდება.

ატალანტაში ნაჩვენები დიდებული თამაშის შემდეგ, 21 წლის ფორვარდის კარიერა პრემიერ ლიგაში არც თუ ისე კარგად ვითარდება. წყაროს ცნობით, ის გუნდის ახალი მწვრთნელის გეგმებში არ შედის, ამიტომ უახლოეს დღეებში მისი იჯარით გაშვება გამორიცხული არ არის.

წყაროს ცნობით, თუ მანჩესტერი ჰოილუნდის გაშვებას გადაწყვეტს, მისი არენდით გაფორმების ერთ-ერთი მთავარი მსურველი სწორედ იუვენტუსი იქნება.

31 views
error: დაცული კონტენტი !