იუვე ჰანცკოს ტრანსფერის დახურვას ცდილობს
იტალიური გამოცემა La Reppublica-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ფეიენორდის მცველის დავიდ ჰანცკოს ტრანსფერის დახურვას ცდილობს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მზად არის, ნიდერლანდელებს სლოვაკი უკანახაზელის სანაცვლოდ 25 მილიონი დაუყოვნებლივ გადაუხადოს და ის უახლოეს დღეებში გაიფორმოს.
გამოცემის ინფორმაციით, ჰანცკოსა და იუვენტუსს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და ფეხბურთელი საბოლოო მწვანე შუქის მოლოდინშია.