TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ჰანცკოს გაფორმებას თვის ბოლოს კიდევ ეცდება

იუვენტუსსა და ფეიენორდს შორის დავიდ ჰანცკოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა ტრანსფერი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დაიხურება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ნიდერლანდელებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა შუა სეზონში არ სურთ, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ჰანცკო ბიანკონერის რიგებს სეზონის ბოლოს შეუერთდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ჰანცკოს ახლავე გაფორმებას კიდევ ეცდება, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ნიდერლანდელებმა აზრი შეიცვალონ.

28 views
error: დაცული კონტენტი !