იუვე გუტიერესის ტრანსფერში არტურის გამოყენებას ცდილობს
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ჟირონას უკანახაზელის მიგელ გუტიერესის მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს ესპანელ ფეხბურთელთან კონტრაქტის ზოგადი დეტალები შეთანხმებული აქვს და ახლა მოლაპარაკებებს ჟირონასთან აწარმოებს.
ესპანური გუნდი იუვენტუსიდან არტურის დაბრუნებას ცდილობს და ბიანკონერი გუტიერესის ფასის შემცირებას სწორედ ბრაზილიელის გამოყენებით ცდილობს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
