იუვე გორეცკას სიტუაციას აკვირდება
იუვენტუსი ბაიერნის ნახევარმცველის ლეონ გორეცკას ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი გამოცდილი, მაღალი დონის ნახევარმცველის ძიებაშია, რომლის გაფორმებაც შედარებით იაფად იქნება შესაძლებელი და ერთ-ერთი კანდიდატი სწორედ 30 წლის გერმანელია.
გორეცკას მიმდინარე კონტრაქტი გერმანულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ იუვენტუსს იანვარში მისი გაფორმება საკმაოდ იაფად შეეძლება, უარის შემთხვევაში კი სეზონის ბოლოს მის უფასოდ ტრანსფერზე იმუშავებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
