იუვე გონსალესის ტრანსფერში მაკკენისა და კოსტიჩის გამოყენებას ცდილობს
ფიორენტინას ნიკო გონსალესი მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე ხდება და ტურინული გრანდი იებთან მოლაპარაკებებს უკვე შეუდგა.
ფლორენციელები არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს ითხოვენ, კრისტიანო ჯუნტოლი კი ამ თანხის შემცირებას ტრანსფერში უესტონ მაკკენისა და ფილიპ კოსტიჩის ჩართვით ცდილობს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, რაფაელე პალადინო გუნდში მაკკენის ხილვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა კოსტიჩზე ვიოლა დიდი ალბათობით უარს იტყვის.