TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს გონსალესის ტრანსფერის დახუვრა კომოსთან მატჩამდე სურს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ფიორენტინადან ნიკო გონსალესის ტრანსფერის დახუვრა მომდევნო საათებში სურს.

წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლის უნდა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი კომოსთან მატჩისთვის ტიაგო მოტას განკარგულებაში იყოს.

გუნდებს შორის ტრანსფერის ფორმულასა და ეკონომიკურ მხარეზე შეთანხმება მიღწეულია, 26 წლის ფეხბურთელი ტურინში 1-წლიანი იჯარით გადაბარგდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდევულებით, რაც საერთო ჯამში გუნდს 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

ფიორენტინა გონსალესს მხოლოდ მას შემდეგ გაუშვებს, რაც გუნდი ჯენოადან ალბერტ გუდმუნდსონის ტრანსფერს დახურავს.