TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი გონსალესის თაობაზე ახალ წინადადებას დღეს წარადგენს

იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის კიდევ ერთი შეხვედრა დღეს გაიმართება და ბიანკონერი ფლორენციელებს ნიკო გონსალესის ტრანსფერის თაობაზე გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.

ნიკოლო სკირას ცნობით, იუვე მზად არის, ფიორენტინასთვის შეთავაზებული თანხა 36-37 მილიონ ევრომდე გაზარდოს.

წყაროს ცნობით, გონსალესის ტრანსფერის დახურვისთანავე იუვე ტეუნ კოპმეინერსს მიუბრუნდება.

31 views
error: დაცული კონტენტი !