TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე გერეიროს მიმართ ინტერესს არ კარგავს

იუვენტუსი ბაიერნის მცველის რაფაელ გერეიროს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

ტურინული გრანდი პორტუგალიელი ფეხბურთელის გაფორმებას ზაფხულში ცდილობდა, თუმცა მაშინ მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს.

31 წლის მარცხენა მცველის მიმდინარე კონტრაქტი გერმანულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და მიკელე დე ბლაზისის ცნობით, იუვენტუსი მის უფასოდ გაფორმებას ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !