TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე გაყიდვებით 90-95 მილიონის გამომუშავებას და ტოდიბო-კოპმეინერსის ტრანსფერების დახურვას გეგმავს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ბოლო დღეებში ფეხბურთელების გაყიდვაზე აქტიურად მუშაობს.

წყაროს ცნობით, იტალიელ სპეციალისტს ფედერიკო კიეზას, მატიას სულეს, ფილიპ კოსტიჩისა და დინ ჰეისენის გაყიდვით დაახლოებით 90-95 მილიონი ევროს მირება სურს, რაც გუნდს ჟან-კლერ ტოდიბოსა და ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერების დახურვაში დაეხმარება.

სკირას თქმით, იუვენტუსს გუნდის მთავარი ბირთვის ჩამოყალიბება მაქსიმალურად მოკლე დროში სურს, რაც ტიაგო მოტას სეზონისთვის მოსამზადებლად უფრო მეტ დროს მისცემს.