TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე გატისა და მბანგულას გაყიდვის წინააღმდეგი არ არის

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ზაფხულში გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას გააგრძელებს, თუმცა ამისთვის არაერთ ფეხბურთელს ბიანკონერის დატოვება მოუწევს.

წყაროს ცნობით, პოტენციურ წამსვლელთა სიაში იქნებიან სამუელ მბანგულა და ფედერიკო გატი, თითოეული მათგანის სანაცვლოდ იუვენტუსს მინიმუმ 25-30 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯუნტოლის როგორც რენატუ ვეიგას შენარჩუნება, ასევე დავიდ ჰანცკოს გაფორმება და მათი ბრემერთან პარტნიორობა სურს, გატი კი ხელშეუხებელ ფეხბურთელად არ მოიაზრება.

32 views
error: დაცული კონტენტი !