იუვე იანვარში გატის გაშვების წინააღმდეგი არ არის
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი იანვარში ფედერიკო გატის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იტალიელის გაყიდვას არ ცდილობს, მაგრამ თუ შესაბამის წინადადებას მიიღებს, მის გაშვებაზე უარს არ იტყვის.
ამ მომენტისთვის გატის ტრანსფერით ყველაზე მეტად მილანი ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით იუვენტუსს კონკრეტული წინადადება არ მიუღია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
