TuttoJuve

Juve per sempre sarà

ახალი კონტრაქტის მიუხედავად, გატის იუვენტუსიდან წასვლა გამორიცხული არ არის

ფედერიკო გატი იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, ეს მისი გუნდიდან წასვლას არ გამორიცხავს.

გამოცემა IlBianconero-ს ცნობით, თუ რომელიმე დაინტერესებული გუნდი იტალიელის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს გადაიხდის, ტურინული გრანდის მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.

შეგახსენებთ, გატის სახელი გასულ კვირებში რამდენიმე ინგლისურ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის ყველაზე მეტად ფორესტი და ნიუკასლი აქტიურობდნენ.

43 views
error: დაცული კონტენტი !