იუვენტუსი გატის გაყიდვას არ აპირებს
SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ფედერიკო გატის გაყიდვას არ აპირებს.
იტალიელი მცველის მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური გუნდი და ნაპოლი იჩენენ, თუმცა წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ფედერიკოს გაყიდვას არ აპირებს.
გამოცემის ინფორმაციით, სიტუაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 55-60 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც რთულად წარმოსადგენია.