TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კონტეს უარის შემთხვევაში, იუვენტუსი გასპერინის გაფორმებას ეცდება

იუვენტუსი ანტონიო კონტეს პასუხის მოლოდინშია, პარალელურად კი მისი პოტენციური შემცვლელების ძიება დაწყებული აქვს.

Tuttomercato-ს ცნობით, თუ კონტემ ნაპოლიში დარჩენა გადაწყვიტა, ბიანკონერი ჯან პიერო გასპერინის გაფორმებას ეცდება.

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი და ასაკობრივი გუნდების მწვრთნელი ატალანტას დიდი ალბათობით უახლოეს დღეებში დატოვებს და ის ბიანკონერის რიგებში დაბრუნებაზე უარს არ იტყვის. იუვენტუსის გარდა, გასპერინის მიმართ ინტერესს რომა იჩენს.

error: დაცული კონტენტი !