TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ფულკრუგის ტრანსფერზე მუშაობს

იუვენტუსი შეტევის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, ბიანკონერის ერთ-ერთ სამიზნე ვესტ ჰემის ფორვარდი ნიკლას ფულკრუგია.

Sky Sport-ის ცნობით, 31 წლის გერმანელი ფორვარდი ჩაქუჩების გეგმებში არ შედის და ინგლისელები მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან, მომავალში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით.

იუვენტუსი ინტერესს არ კარგავს კოლო მუანისა და ჯოშუა ზირკზეეს მიმართაც, თუმცა მათი გაფორმება მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს, ბიანკონერის პრიორიტეტი კი ამ მომენტისთვის დაცვის ხაზის გაძლიერებაა.

31 views
error: დაცული კონტენტი !