TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ფრატეზის ზაფხულში დაუბრუნდება

იუვენტუსი სეზონის ბოლოს ინტერთან დავიდე ფრატეზის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს განაახლებს.

ტურინული გრანდი იტალიელი ნახევარმცველის გაფორმებას გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცდილობდა, მაგრამ მაშინ ნერაძურიმ ფრატეზის კონკურენტ გუნდში გაშვებაზე უარი თქვა.

Tuttomercato-ს ცნობით, ფრატეზი ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი სასურველი ტრანსფერია, ამიტომ იუვე ზაფხულში ინტერთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.

თავად ფრატეზიმ იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა და მასთან პირადი კონტრაქტის შეთანხმება პრობლემა არ იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !