TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ფორვარდის გაფორმებას განიხილავს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ცენტრ-ფორვარდის გაფორმებას ეცდება.

წყაროს ცნობით, გუნდი არკადიუშ მილიკის ხშირი ტრავმებითა და არასტაბილური თამაშით უკმაყოფილოა და ისეთი ფორვარდის გაფორმება სურს, ვინც დუშან ვლაჰოვიჩს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.

ჯუნტოლის პრიორიტეტი რენის ტალანტი არნაუ კალიმუენდოა, მაგრამ მისი გაფორმება რეალური მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ბიანკონერი მილიკის გაყიდვას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იუვე უფრო ბიუჯეტური ფეხბურთელის პოვნას ეცდება.