TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ფორესტის ფეხბურთელით ინტერესდება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ნოტინგჰემ ფორესტის ფეხბურთელის მორგან გიბს-უაიტის ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ფორესტის მატჩს პირადად მარკო ოტოლინი დაესწრო და იუვენტუსის სპორტული დირექტორის დაკვირვების მთავარი ობიექტი სწორედ ინგლისელი გახლავთ.

26 წლის ნახევარმცველს როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე შეუძლია თამაში. მის აქტივში მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ინგლისელის გაფორმება ტურინულ გრანდს დაახლოებით 50-55 მილიონი დაუჯდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !