TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ფიორენტინას მცველის ტრანსფერით ინტერესდება

იუვენტუსი ფლანგის მცველის ძიებაშია და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე ფიორენტინას უკანახაზელი დოდო გახლავთ.

ფიორენტინა 26 წლის ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა Corriere dello Sport-ის ცნობით, თუ იუვენტუსის ინტერესი სერიოზულ სახეს მიიღებს, ბრაზილიელი ახალ ხელშეკრულებაზე უარს იტყვის და ბიანკონერის რიგებში გადასვლას ითხოვს.

ფიორენტინას დოდოს სანაცვლოდ, ვინც გასულ სეზონში სერია ა-ში 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, 30 მილიონ ევროს ითხოვს.

62 views
error: დაცული კონტენტი !