იუვე ფაჯოლის თაობაზე წინადადების მოლოდინშია
ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი უახლოეს დღეებში ნიკოლო ფაჯოლის გაყიდვას გეგმავს და შესაბამისი წინადადების მოლოდინშია.
იტალიელი ფეხბურთელი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ ბიანკონერი მის გაყიდვას და მიღებული თანხით პრობლემური პოზიციების გაძლიერებას გეგმავს.
ფაჯოლის მიმართ ინტერესი გასულ დღეებში არაერთმა გუნდმა გამოთქვა, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური წინადადებით იუვენტუსისთვის არც ერთ მათგანს არ მიუმართავს. იუვე იტალიელის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვს.