TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ემპოლის მცველით ინტერესდება

იუვენტუსი იანვარში ცენტრაული მცველის გაფორმებას გეგმავს და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ემპოლის უკანახაზელი არდიან ისმაილი იქნება.

28 წლის ალბანელი ტრავმირებული გლეისონ ბრემერის დროებითი შემცვლელის პოზიციაზე მოიაზრება.

ემპოლი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 5-6 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსისთვის იანვარში პრობლემა არ იქნება.