იუვე დორტმუნდის ფორვარდით ინტერესდება
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი დორტმუნდის ფორვარდის სერუ გირასის ტრანსფერით ინტერესდება.
დუშან ვლაჰოვიჩის მომავალთან დაკავშირებით არსებული კითხვების, ასევე ჯონათან დევიდისა და ლოი ოპენდას არც თუ ისე კარგი თამაშის ფონზე, იუვენტუსი ზაფხულისთვის შეტევის გასაძლიერებლად პოტენციური სამიზნეების ძიებაშია და ერთ-ერთი მათგანი 29 წლის გვინეელი ფეხბურთელია.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსის პარალელურად გირასის ტრანსფერით მილანიც ინტერესდება. დორტმუნდი 29 წლის ფეხბურთელის გაყიდვას, რომლის აქტივში მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, 40-45 მილიონს მოითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
