TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე დორგუს მიმართ ინტერესს არ კარგავს

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი ლეჩეს ტალანტის პატრიკ დორგუს მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, თუ უახლოეს დღეებში გუნდი ანდრეა კამბიაზომ დატოვა, ტურინული გრანდი იტალიელის შეცვლას სწორედ დორგუს ტრანსფერით ეცდება.

ლეჩე 20 წლის ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც კამბიაზოს გაყიდვის შემთხვევაში პრობლემა არ იქნება.

error: დაცული კონტენტი !