TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე დი გრეგორიოს გაყიდვის წინააღმდეგი არ არის

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიკელე დი გრეგორიოს გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

წყაროს ცნობით, იტალიელ კიპერს მსურველები ინგლისში ჰყავს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, დი გრეგორიო გუნდს დატოვებს.

მიკელეს წასვლის შემთხვევაში, იუვენტუსის პრიორიტეტი პსჟ-ს კარის დარაჯი ჯიჯო დონარუმა იქნება. ის პარიზელებთან ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ თანხმდება და არის ალბათობა, რომ გუნდს მიმდინარე ზაფხულს დატოვებს.

41 views
error: დაცული კონტენტი !