იუვე დევიდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, კანადელი შემტევი კარიერის იუვენტუსში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა მის გასაფორმებლად საჭირო ფინანსებია.
დევიდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გაფორმება იუვენტუსს სრულიად უფასოდ შეეძლება, თუმცა დევიდი ხელფასის სახით სეზონში 7 მილიონს, ასევე კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ერთჯერადი ბონუსის სახით 10 მილიონს ითხოვს, მისი აგენტისთვის გადასახდელი საკომისიო კი 5-6 მილიონია.
იუვენტუსს დევიდის ტრანსფერში კონკურენციას იტალიური და ინგლისური გრანდები გაუწევენ.