იუვე დევიდის ტრანსფერის დახურვას ცდილობს
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯონათან დევიდის აგენტთან მოლაპარაკებებს აქტიურად აგრძელებს და ტრანსფერის დახურვას ცდილობს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის მთავარი კონკურენტი ნაპოლი იყო, თუმცა დევიდი ანტონიო კონტეს პრიორიტეტული არჩევანი არ არის, ამიტომ ამ მომენტისთვის პარტენოპეი სხვა სამიზნეებზე მუშაობს, რაც იუვენტუსს ფავორიტად აქცევს.
შეგახსენებთ, კანადელი ფორვარდი თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ მსურველს მისი უფასოდ გაფორმება შეუძლია.