იუვე დევიდის პასუხის მოლოდინშია
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ჯონათან დევიდის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა კანადელ ფორვარდს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვით მისი გასამრჯელო 6 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება, ამის გარდა კი ის კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მსუყე ბონუსს მიიღებს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვე დევიდის პასუხს მომდევნო კვირაში ელოდება.