იუვე დევიდის მოთხოვნილი ხელფასის გადახდის წინააღმდეგი არ არის
იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის გასაძლიერებლად ჯონათან დევიდი ბიანკოენრის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
კანადელი ფორვარდი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და იუვენტუსი მის უფასოდ გაფორმებას ეცდება, თუმცა ბიანკონერის საკმაოდ დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კანადელი ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტსა და გასამრჯელოს სახით 6 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ბიანკონერის არ გაუჭირდება.