იუვე დევიდის გაფორმებას იანვარშივე ეცდება
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის გაფორმებას იანვარში განიხილავს.
კანადელი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი ლილთან სეზონის ბოლოს იწურება და ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, თუმცა იუვენტუსს ზედმეტი კონკურენციის თავიდან არიდება სურს და არ არის გამორიცხული, ფრანგებს იანვარში მის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონი ევრო შესთავაზოს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და ფეხბურთელის აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ლილთან მატჩის შემდეგ მოტასა და კანადელს შორის საუბარი უკვე შედგა და დევიდი კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.