TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე დევიდის აგენტისთვის 15 მილიონის გადახდას არ აპირებს

იუვენტუსსა და ჯონათან დევიდის აგენტს შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით წინ ვერ მიიწევს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინულმა გრანდმა კანადელი ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, თუმცა პრობლემა აგენტის მიერ მოთხოვნილი საკომისიოა.

წყაროს ინფორმაციით, დევიდის აგენტი საკომისიოს სახით 15 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის და დევიდს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ აგენტი საკომისიოს 9-10 მილიონამდე შემცირებას დათანხმდება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

54 views
error: დაცული კონტენტი !