TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე დეპაის გაფორმებას განიხილავს

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფორვარდის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს.

Tuttomercato-ს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი ნიდერლანდელი შემტევის მემფის დეპაის კანდიდატურას განიხილავს.

30 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახლავთ და მისი გაფორმება ტურინულ გრანდს სრულიად უფასოდ შეეძლება.