TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე კონი დე ვინტერის დაბრუნებას გეგმავს

იუვენტუსი ჯენოას მცველის კონი დე ვინტერის გუნდში დაბრუნებას გეგმავს.

ტურინული გრანდის აკადემიის აღზრდილი გენუურ გუნდს 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ის ჯენოაში შესანიშნავად გამოიყურება, რითიც არაერთი გრანდის, მათ შორის იუვენტუსის ინტერესი დაიმსახურა.

ჯენოა დე ვინტერის სანაცვლოდ 17-18 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა კონტრაქტში მითითებული პუნქტის მიხედვით, გენუელებს მიღებული თანხის 25 პროცენტის გადახდა იუვენტუსისთვის მოუწევს, რაც ტურინულ გრანდს მოლაპარაკებებს გაუმარტივებს და მის დაახლოებით 11-12 მილიონად გაფორმების საშუალებას მისცემს.

error: დაცული კონტენტი !