იუვე და ვენეცია კავილიას ტრანსფერზე შეთანხმდნენ
SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და ვენეცია ჰანს ნიკოლუსი-კავილიას ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის 10-დან 7 მილიონამდე შემცირებას დათანხმდა, სანაცვლოდ კი მის კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომელიც იუვენტუსს ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის უფლებას მისცემს.
თავად კინოლუსის მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა, ამიტომ ვენეციაში გადასვლის წინააღმდეგი არ არის.