იუვე და ტუდორი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს დამიენ კომოლისა და იგორ ტუდორს შორის შეხვედრა შედგა, რომელზეც მხარეებმა ახალი კონტრაქტის საკითხი განიხილეს.
ტუდორის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ბიანკონერის მის მიმართ ნდობის დადასტურებისთვის ხორვატი სპეციალისტის ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივება სურს.
რომეო აგრესტის ცნობით, ტუდორი სავარაუდოდ ახალ კონტრაქტს მიმდინარე კვირის ბოლომდე გააფორმებს.