TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და ნიცა ტოდიბოს ტრანსფერის ფორმულაზე შეთანხმდნენ

Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსი და ნიცა ჟან კლერ ტოდიბოს ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არიან.

წყაროს ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი იუვენტუსს 1-წლიანი ფასიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.

გამოცემის ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და ტოდიბომ მატჩების მინიმუმ 40 პროცენტში მიიღო მონაწილეობა, ის იუვენტუსის სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება.

error: დაცული კონტენტი !