TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და სპალეტი ტრანსფერების 2 სტრატეგიას განიხილავენ…

იუვენტუსსა და ლუჩიანო სპალეტის შორის შეხვედრა მომდევნო დღეებში შედგება და მხარეები როგორც ახალი კონტრაქტის დეტალებს, ასევე გუნდის სატრანსფერო გეგმებს განიხილავენ.

რომეო აგრესტის ცნობით, მხარეები მოვლენების განვითარების ორ პოტენციურ სცენარს განიხილავენ.

წყაროს ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, გუნდი 6-7 მნიშვნელოვანი ტრანსფერის, მათ შორის რამდენიმე უმაღლესი დონის თავისუფალი აგენტის გაფორმებას გეგმავს.

ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში გუნდის ფინანსური რესურსი საგრძნობლად შემცირდება. ასეთ შემთხვევაში სპალეტი აქცენტს შედარებით ასაკოვან, გამოცდილ ფეხბურთელებზე გააკეთებს, რომლებსაც გუნდში ლიდერის თვისებებისა და გამარჯვებული მენტალიტეტის მიტანა შეუძლიათ და ახალგაზრდებს განვითარებაში დაეხმარებიან.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)