იუვენტუსსა და რომას შეთანხმებამდე 2 მილიონი აშორებთ
იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსსა და რომას მატიას სულეს თაობაზე შეთანხმებამდე 2 მილიონი ევრო აშორებთ.
წყაროს ცნობით, ჯალოროსიმ წინადადება 28 მილიონ ევრომდე გაზარდა, რასაც მომავალში გარკვეული ბონუსები დაემატება, კრისტიანო ჯუნტოლი კი გარანტირებულად 30 მილიონი ევროს მიღებას ითხოვს, შემდგომში ბონუსების სახით 5 მილიონის დამატებით პერსპექტივით.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და რთულად წარმოსადგენია, რომ მათ საერთო ენის გამონახვა ვერ შეძლონ.