იუვე და რომა კოსტიჩი-ელ შაარავის ბარტერს განიხილავენ
იტალიური მედიის ცნობით, ტიაგო მოტას გუნდში რომას გარემარბის სტეფან ელ შაარავის ხილვა სურს და ტურინული გრანდი ჯალოროსისთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი რომას იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფილიპ კოსტიჩს შესთავაზებს, ვინც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და ის გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.
ორივე გუნდი დაახლოებით 9-10 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ამიტომ ბარტერის შემთხვევაში ფულის დამატება არც ერთ მხარეს არ მოუწევს.