TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და რომა კიეზას პასუხის მოლოდინში არიან

Sky Sport-ის ინფორმაციით, ფედერიკო კიეზას რომაში ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება

წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და რომას შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე დიდი ხანია მიღწეულია და თუ იტალიელმა ფეხბურთელმა ჯალოროსის რიგებში გადასვლას მწვანე შუქი აუნთო, მხარეები ტრანსფერს მოკლე დროში დახურავენ.

კიეზას დარწმუნებას პირადად დანიელე დე როსი ცდილობს, იუვენტუსს კი მის სანაცვლოდ 15-20 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.