იუვე და პსჟ შეთანხმებასთან ახლოს არიან
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და პსჟ რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
SportItalia-ს ცნობით, ფრანგი ტურინში კიდევ 1-წლიანი იჯარით დარჩება, მისი შემდგომში 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.
წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები გრძელდება პირადი კონტრაქტის თაობაზეც. ფრანგი პსჟ-ში წლიურად 7 მილიონს იღებს, იუვენტუსი კი მას დაახლოებით 5-5.5 მილიონს შესთავაზებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)