იუვე და პორტუ კონსეისაუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და პორტუ შიკო კონსეისაუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსი პორტუგალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 24 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც შემდგომში ბონუსების სახით 3 მილიონი დაემატება.
გამოცემის ინფორმაციით, კონსეისაუს პორტუსგან ბონუსების სახით 4-5 მილიონი ეკუთვნოდა, თუმცა იუვენტუსში ტრანსფერის სანაცვლოდ მან ამ თანხაზე უარი თქვა.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
