TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და პორტუ კონსეისაუს თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ

შიკო კონსეისაუ იუვენტუსთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება, თუმცა მომდევნო სეზონისთვის მისი გუნდში დარჩენა ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი პორტუგალიელი ფეხბურთელის კონტრაქტში მითითებული 32 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, თუმცა იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ პორტუ გამოსასყიდი თანხის 20-25 მილიონამდე შემცირებას შეძლებს.

თავად კონსეისაუს იუვენტუსში დარჩენა უნდა და იმედი აქვს, გუნდები საერთო ენას გამონახავენ.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !