TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ნაპოლი ვლაჰოვიჩი-ოსიმენის ბარტერს განიხილავენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და ნაპოლი დუშან ვლაჰოვიჩისა და ვიქტორ ოსიმენის ბარტერს განიხილავენ.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ჯოვანი მანა და ანტონიო კონტე ნაპოლის რიგებში სერბი ფორვარდის ხილვის წინააღმდეგები არ არიან და ტურინული გრანდი მის გამოყენებას ოსიმენის გასაფორმებლად ეცდება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს ოსიმენის გასაფორმებლად ვლაჰოვიჩთან ერთად 40-45 მილიონის გადახდა მოუწევს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !