ნაპოლი და იუვე პარმას ტალანტისთვის იბრძოლებენ
იუვენტუსი და ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პარმას ტალანტის ჯოვანი ლეონის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.
18 წლის ფეხბურთელი პარმას მიმდინარე სეზონის სტარტზე სამპდორიადან 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, რითიც არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.
SportItalia-ს ცნობით, ამ მომენტისთვის იტალიელი ფეხბურთელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ნაპოლი და იუვენტუსი იჩენენ. მისი გაფორმება დაახლოებით 15 მილიონად იქნება შესაძლებელი.
