იუვე და ნაპოლი კომოს ნახევარმცველით ინტერესდებიან
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ნაპოლი და იუვენტუსი კომოს ნახევარმცველის მაქსიმო პერონეს ტრანსფერით ინტერესდებიან.
23 წლის არგენტინელი ფეხბურთელი კომოს რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის აქტივში სერია ა-ში 20 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი და ნაპოლი არგენტინელის გაფორმებას სეზონის ბოლოს ეცდებიან. კომო არგენტინელის სანაცვლოდ მინიმუმ 30-35 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
