იუვენტუსი და მანჩინი შეთანხმდნენ
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი და რობერტო მანჩინი შეთანხმდნენ.
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, მხარეებმა 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმეს, მისი შემდგომში კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
გამოცემის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მანჩინის გუნდში მისვლა ზაფხულში იგეგმება, თუმცა თუ მოტამ უახლოეს მატჩებში სიტუაცია ვერ გამოასწორა, მანჩინი შესაძლოა გუნდში სეზონის დასრულებამდე მივიდეს.