იუვენტუსი და ლესტერი შეთანხმებასთან ახლოს არიან
იუვენტუსი და ლესტერი მატიას სულეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
ნიკ სემერაროს ინფორმაციით, ინგლისელები იუვენტუსს სულეს სანაცვლოდ გარანტირებულ 31 მილიონ ევროს სთავაზობენ, რასაც ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება და დიდია ალბათობა, ბიანკონერიმ ეს წინადადება მიიღოს.
თავად არგენტინელმა ლესტერში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.