TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ლესტერი შეთანხმებასთან ახლოს არიან

იუვენტუსი და ლესტერი მატიას სულეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ალფრედო პედულას ცნობით, ინგლისელებმა თავიანთი წინადადება გარანტირებულ 25 მილიონ ევრომდე გაზარდეს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება, ბიანკონერი კი თავის მხრივ გარანტირებულ 27-28 მილიონსა და ბონუსებს, საერთო ჯამში კი 35 მილიონს ითხოვს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და სულეს სანაცვლოდ მიღებული თანხით იუვენტუსი ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერის დახურვას გეგმავს.